ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი…
ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი, ვფიქრობ ეს არის გამოსალმება; მე კვლავ დავრჩი სევდიანი,ურჩი, რადგან ცხოვრება არის წამება. ველი ნათელი დღის გათენებას, დღეს კვირა არის,ხვალ ორშაბათი; ნუ ცდი ცხოვრების გაელფერებას, ის საწამლავია,არა შარბათი. ცის ვარსკვლავს ვატან ამ გულის დარდებს, ეს ოცნება,ვიცი ასრულდება; კამარა მომიტანს აისებს,დარებს, ტრაგედია,ვიცი,აღსრულდება! ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი, განთიადი კი გავარდისფერდა; სამყარო აღარ არის ყრუ-მუნჯი, დაიწყეს ვარდებმა ხარება ფერდად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი