დედას


მშობელო დედავ,დღეს შენი დღეა!
ქალი ხარ,რომელმაც მშთაბერა სული;
დღეს მაისია,ვარდობის თვეა,
შენც გაიშალე ვარდივით წუხელ!

ჩემო უმანკო სულის პატრონო,
დღითიდღე სიტურფით გევსება გული;
ჩემი ქალღმერთი ხარ,ქალბატონო!
ღვთისგან მოგზავნილი წმინდა ასული!

შენი გიშრისფერი,ხვეული თმა,
რომელსაც გირხევს ნაზი ნიავი;
სირინოზების გალობის ხმა,
რომელიც არის ასეთი დიადი.

მთვარესაც კი შურს შენი მშვენების,
ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ხარ;
ამ სილამაზის არ არს მომრევი,
ღვთის ხელოვნებას ვერ ვუყრით თვალს!

აფროდიტეს მოციქულო ქალწულო,
მისი განსაკუთრებული შვილი;
სიტყვებით ვფიქრობ,თუ როგორ აღგწერო,
როცა ლექსი არ არს საკმარისი.

არ გვძალიძს პოეტებს შენი აღწერა,
მე მოწიწებით გითხზავ ამ სტროფებს;
შემიძლია აწ და მარად წერა,
არ დავიშურებ ამაღამ ხოტბებს.

ჩემსა ცხოვრებას შენ შემოგწირავ,
რაც შემეძლება,ყველაფერს ვიზამ;
შენ ოთახს სინათლეს მარად მოვფინავ,
ყოველთვის ვიქნები შენთვის მზიანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი