როცა…
როცა ეს სახე დანაოჭდება, როცა გაქრება ნატიფი სუნი; როცა გაშლილი ვარდი დაჭკნება, ვის გაახსენდება ღვთისებრი სული? ვინ ჰპოვებს მშვენებას გამშრალ ფოთლებში, ვინ დაივიწყებს ხორციელ ვნებას? ვინ ჩაიძირება სულის ტალღებში და გაუყვება მჭევლების ღელვას? ვინ დაემონება დღეთა ბროლებას? ხანში შესულ მიჯნურთან დარჩება; ვინ დაავიწყებს ჭმუნვა-გოდებას აუწყებს,რომ ზღაპარი არ მორჩება? ის სიყრმის ჟინი გადაიზრდება წმინდა სიყვარულის ხელოვნებაში; მზე შემოდგომისა არ ჩაქვრება და გაიშლება გვირილები თმაში. როცა ეს სახე დანაოჭდება, როცა გაქრება ნატიფი სუნი; ეს სიყვარული არ დასრულდება, თვით უკვდავება არს სიყვარული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი