ნაცრისფერი ცა
ახლა ნაცრისფრად ბზინავარებს ცა, ღრუბლების იქით მზე აღარ მოჩანს; წერის გარდა რა დამრჩენია სხვა? როცა მიწას სინათლე აღარ მოსავს. გარეთ კი წვიმს,შავი ზღვა ღელავს, ჩემი ფიქრებიც ავდარს შეერწყმა; რა ვქნა, ახალს ვერაფერს ვბედავ, არადა მინდა რაიმე შევქმნა. ნეტავ რა დღე იყო ბედკრული, მზემ ეს სოფელი რომ მიატოვა; მე კი ისევ დავრჩი ერთგული, არადა ზამთრის ფიფქმა დამთოვა. რა ვქნა,თუ სევდის მიჯნური ვარ, თავი მგონია მე ტარიელი, წყლის პირს თვალცრემლიანი ვზივარ და მოუთმენლად რაღაცას ველი. მხოლოდ ზღვა არს დღეს ჩემი მოძმე, ვბაასობთ სოფლის ნეტარებაზე; ვზივარ წყლის პირას,უცხო მოყმე, რაზე ვიმედოვნო,ნეტა რაზე?… ახლაც ნაცრისფრად ბზინვარებს ცა, მზე ღრუბლებს იქით ისევ არ მოჩანს; ჭმუნვის გარდა რა დამრჩენია სხვა? არაფერი დამრჩენია,მოყვასს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი