შენ
შენ არ ხარ ამქვეყნიური, ედემის ბაღის ფრინველო; შენ ხარ,კარგო,სულით სრული, თოვლის სპეტაკო ფანტელო! არტისტული,პომპეზური, უცხო ხელოვანი ხარ; შინაგანად პოეტური, გარედან კი ვარდი ხარ. ეს სტროფები შენ გეძღვნება, მომავალში,ვიცი,გნახავ; ვერო სხვას არ ეგებება, წარსულს მე წარსულში ვმარხავ! იორდასალამს მაგონებ, ტურფა სურნელის პატრონო; ზოგჯერ,ძვირფასო,მაოგნებ, მშვენებით სავსე პარტნიორო! მსახიობსაც ძლიერ გავხარ, იერსახეს სულ რომ იცვლი; თან უცხო ნიღბები გახლავს, სპექტაკლის დაწყებას იცდი. რეჟისორო,რა პიესას დგამ? რა ელის თეატრის კედლებს? რა ტრიალდება ამაღამ? განათავისუფლებ მძევლებს? ამოუცნობო პერსონავ, სად მალავ კითხვაზე პასუხს? ღამეები არა სძინავს, ისე ადარდებს ჩვენს ასულს! რითმებს დღეს არ დაიშურებს, კომპლიმენტებს არ მოგაკლებს; შენი გზისკენ გაიშურებს, თავის თვალს სხვას არ აკარებს! ამ ღამით გეწვევა სიზმრად, ის,აუხდენელ ოცნებად; ღვთისმშობლის ხატთან ილოცებ, სთხოვ,რომ მოგივლინოს ღმერთად! მაშ მორჩება ეს ზღპარი, დასასრული კეთილია; არ გვჭირდება დღეს ალტარი, ჯადოქრობა ცვეთილია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი