არ მახსოვს ღვინით ესრე დათვრობა…
არ მახსოვს ღვინით ესრე დათვრობა, თასი სიყვარულის ხელთ აღმაპყრია; ამდენ ხალხში მარადი მარტოობა, უკუნისამდე ჩემი სტიქიაა. კელაპტარებით გზას მივუყვები, სინათლის სავანეს მაინც ვერ ვაგნებ; ბედია,მაშ წარსულს ვუბრუნდები, ხვალინდელი დღე,ვიცი,დამაბნევს. რძისფერ ღრუბლებში ცხრათვალა მზეა, ლაჟვარდისფერ ცას კაეშანი ფარავს; მორიგი ბნელი დღე გამითენდა, აზრი არა აქვს ჩემს ასეთ გარჯას…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი