თეთრი ბაირაღები


დამთავრდა ეს ზღაპარი,
ჩამოხურე ფარდები;
შენ წახვედი ქარივით,
თან დატოვე დარდები.
ჩემ ოთახში ფრიალებენ
თეთრი ბაირაღები,
შენთან მომიახლოვებენ
როგორც თეთრი ვარდები.
ზღვისპირეთის ქალაქში ვარ,
გამუდმებით დაგეძებ;
ვიცი,რომ გავგიჟებულვარ,
მაგრამ მაინც გამიგებ.
“რა კარგი ხარ სიყვარულო”
შენ იძახდი ხოლმე;
რა ყოფილა სიყვარული,
როცა ის დაგტოვებს.
სხვაზე შეყვარებული ხარ,
მას მოიყვან ცოლად.
ვიცი,რომ მე უძლური ვარ,
მერჩივნა გესროლა.
სროლაც ვეღარა მიშველის,
ღმერთთანაც კი ვბოდავ;
ცრემლი როცა შემაშრება,
მაშინ ვიწყებ გლოვას.
ეს ლექსი კი სპეტაკია,
დროშასავით თეთრი;
ჩემი გრძნობაც წმინდა არის,
ის რბის,ვითა თერგი.
სიბნელეში ხარ სანთელი,
ძლიერ რომ ანათებს;
მკვლელისთვის კი-ღმერთი,
ცოდვას რომ გაანდობს.
მწეველისთვის თამბაქო ხარ,
დარდს რომ უზიარებს;
მკვდართათვის კი ყვავილი ხარ,
სიცოცხლით რომ ავსებს.
წყვდიადში მთვარის შუქი ხარ,
პოეტის მოახლე;
პოეზიის საღამოა,
რომელიც გაგანდე.
მე კი მკვდარი ქალწული ვარ,
აფროდიტეს შვილი;
რად მინდა ეს სილამაზე,
როცა არ ვარ “მისი”.
ჩემს გულს იარა დაეტყო,
ხორცი ისევ ჭლექდება;
მაგრამ სული ვერღა დღეობს,
ისიც კვდება ნელ-ნელა.
ჩემ ოთახში ფრიალებენ შავი ბაირაღები,
რადგან ქალის სისპეტაკე-ვარდი არის დამჭკნარი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ამხანაგი საბიასიმარტოხელა მოარული8 თვის წინ

🫶🏻🫶🏻💐

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი