შემძულდა…


შემძულდა კაცთა თვალთა ციცინი,
თავჩაქინდრული დავდივარ გზაზე;
ბოდიშით,რომ არავის გიცინით,
ერთ დღესაც წავისხამ მანდილს თავზე.

შემძულდა ყოფნა ამ მიწა-წყალზე,
მეტოქე გავხდი ამა ცხოვრების;
ეს ძაძები შემოსილი ტანზე,
ტოლფასი არის დღეთა ბროლების.

ბოდიშით,ხალხნო,აღარ გიღიმით,
თვალნი ამევსო ავდარის შუქით;
ბოდიშით,აღარ გართობთ ღიღინით,
ცა შემეღება წყვდიადით,მუქით.

მონა ვარ სევდის,ვარ მონაზონი,
ლოცვით დაღლილი,ლოცვით აღსრული;
ამქვეყნად არა მაქვს დანაზოგი,
საიქიოში ვიქნები სრული.

ამ ახალგაზრდას ვერ გაუგია,
რად მოევლინა ავსა ქვეყანას;
სამოთხის კარები ვერ გაუღია,
სულით უმანკოს ასხამენ ტალახს.

ცხოვრების გზები ვერ უპოვია,
დახეტიალობს,და თითქოს ცაზე,
ვინმეს ღრუბლები გაუკვალია
და მიანიშნებს პოეზიაზე!

როცა დაგტოვებთ,ლექსი დაბეჭდეთ,
ერთიცა კმარა,მეტი არ მინდა;
რომ შემოავლოთ თვალი კარიბჭეს,
სადაც მე მტკივა,სადაც მე ვგმინავ.

წავიღებ ლექსებს ამ ქვეყნის იქით,
ანგელოზებთან რომ ვიბაასებ;
ვიცი,რომ მანდ არ მოვკვდები ფიქრით,
მანდ სულ სხვა ბალახი იხასხასებს…

19.05.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი