უძირო ცის ქვეშ,ჰორიზონტს მიღმა…


უძირო ცის ქვეშ,ჰორიზონტს მიღმა,
ნისლმა დაბურა შარავანდედი;
მე ისევ ვგმინავ,მე ისევ მტკივა,
შევიცანი ჩემი განაჩენი.

საზღვრის იქით ვარ,ვარ ქართლის მიღმა,
მაგრამ ვერ ვპოვე სულის სიმშვიდე;
თითქოს კვლავ უცხო მიწა მომინდა,
ვფიქრობ,მანდ ამცდება გულის მშვილდი.

მაგრამ ვერ ვნახე ვერსად ეს განძი,
სამყაროს იქით რომ იმალება;
ალბათ ვერ განვვლი უსაზღვრო მანძილს,
სადაც სჩანს უცხო ქვის ელვარება.

უძირო ცის ქვეშ,ჰორიზონტს მიღმა,
ველი სინათლის მოახლოებას;
მე ისევ ვგმინავ და როცა მტკივა-
მაშ ველოდები გამოსალმებას…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი