ახლა ივნისის მზე ამკობს ბაღებს…
ახლა ივნისის მზე ამკობს ბაღებს, ჩემმა მზემან კი დაიგვიანა; გულჩვილი ბავშვი ვეღარ ილაღებს, რადგან ცხოვრებამ დააღვლიანა. ზამთრის სუსხში რომ ვნატრობდი ზაფხულს- მაშ დამასველეს თქეშმა წვიმებმა; მზის სხივები რომ ათბობდნენ ასულს- მაშ დაუნგრია ოცნება დილემამ. როს გადუშალეს ღიმილი ფართო, როცა შეამკეს ფაციცი მზერით- მაშ დაუბრუნდა ფრინველი,მარტოდ, ძლიერ დაღლილი მუდმივი ფრენით. უამბო ასულს ის ტრაგედია, გადაუშალა მტვრიანი წიგნი; გონება დაგულს მაშ აერია და უძილობამ წაიღო ფიქრი. მაგრამ წერტილმა იჩინა თავი დაასრულა ეს ამბავი, გრძელი; ვერ შეანელა ვერცერთმა ალი, და ზღვებს მიანდეს გრძნობები მწველი. ახლა დაისის მზე მიმკობს სახეს, უცხო ვარსკვლავმა გამომიარა; მე აღარ ვეტრფი წარსულის დარებს, რადგან შენ ძლიერ დაგაგვიანდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი