პირველი


შენ შორს ხარ,მაგრამ ჩემთან ხარ თითქოს,
ასე მგონია შეგახე ხელი;
პირველი ხარ,ვინც  ლურჯ თვალებს მიმკობს,
პირველი ხარ,ვისაც ასე ველი.

ამ მზისებრ სახეს მინდა ვუყურო,
ზურმუხტ თვალებში რომ ვიძირები;
დღითიდღე თითქოს ახლოს ხარ უფრო,
შენი სხივებით მათბობ და ვდნები.

მსურს არ დასრულდეს ჩვენი ზღაპარი,
ჩემი კისკისი მარად ისმოდეს;
მსურს ჩემთან იყო ავდრით და დარით,
შენი ღიმილი გულს რომ მილბობდეს.

ამ ლექსს ვერ ნახავ,თუმცა დაგიწერ,
მომწყურდა ახლა შეხება შენი;
ალბათ სტროფებითაც ვერ აღგიწერ,
რა ალსაც მინთებს ოცნება ჩემი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი