5ივლისი
დღეს ხუთი არის,გავიდა ეს თვეც, შენი ერთგული კი მაინც დავრჩი; კარგო,მე ისევ ვიხსენებ იმ დღეს, ჩემს ცხოვრებაში როდესაც გაჩნდი. მაშ დაიკავე გულში ადგილი, სხვას რომ არავის დაუკავია; არა ყოფილა ტრფობა ადვილი, როდესაც წასვლა გარდუვალია. ეს ზღვის თვალები ისევ ღელავენ, შენს დანახვაზე ინთება ალი; თუმცა კი მზერას ვერა ბედავენ და ირიზება ყმაწვილი ქალი. კვლავ ლექსებს გიწერს და უმზერს მთვარეს, მას რომ გაანდო რითმები შენზე; იმედი ჰქონდა-ეტყოდი რამეს და ოცნებობდა შენს ტკბილ სიტყვებზე. სიზმრად მოსულმა მოხჰვიე ხელი, შეაშრე ცრემლი,ჩახჰედე კრძალვით; ის კი ფიქრობდა:„რამდენ ხანს გელი, რამდენ ხანს ვიწვი გრძნობების ძალით…” დამჭკნარ წალკოტში რომ შემოხვედი, შთაბერე სული დამჭკნარ ნავარდებს; თუმცა ახლიდან როცა მოხვედი, მაშინ უპოვე ადგილი დარდებს. იარეს თვებმა ვითა წამებმა, ან კიდევ წლებმა…და ისევ მალვით; შენ მევლინები ოცნების ღმერთად და მავიწყდება გოდების ჟამი. ახლა კი წავალ მუზებით ხელში, ცისფერ ნისლებში გავქრები ისევ; ეს გული შენთვის ძგერს დაღლილ მკერდში და იყინება წასვლა რომ გიწევს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი