ახლა ღამეა,ბნელი და მუქი…


ახლა ღამეა,ბნელი და მუქი,
ჰორიზონტს მიღმა ჩანს ელვარება;
შენა ყოფილხარ სინათლეც,შუქიც,
ჩემი იმედიც და ნეტარებაც!

გადის დღეები,ერთგული ვრჩები,
ეს გული სხვისთვის კვლავ ვერა ძგერს;
სიზმრად როდესაც უეცრად ჩნდები,
იერში ვხედავ ჩემს დიად ღმერთს.

წყვდიადი დღენი მსურს გამიშუქო,
მზის სხივივით რომ გზა გამინათო;
გთხოვ,ეს ცხოვრება არ გამიმუქო…
მსურს ამ თვალებით თავი რომ
ნახო.

მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება,
მკითხველები რომ შევაჟრიალო;
მე ამოვქენი გული ლექსებად,
რათა სიყვარულს ტრფობით ვეწამო.

და თითქოს გაქრა გზა ედემისკენ,
ვერ მივაგენი სათნო წალკოტებს;
თუმცა მანახე გზა ღმერთებისკენ-
სად შეუძლია ყვავილს ხარობდეს.

რა დალევს სიტყვებს და ეპითეტებს,
მიუწვდომელო ოცნებავ ჩემო?
რა შეცვლის ჩემი გრძნობების ელფერს
და არ მანატრებს ტრფიალის გემოს?!

შენა ხარ ჩემი ლექსნის ეპოსი,
მკერდში მოშტორმე ზვირთების ღელვა;
შენა ხარ,ჩემო კარგო ეროსი,
ხარ სიყვარული,ხარ უკვდავება!

ახლა ღამეა და ჩემში ბნელა,
ცისკრის ვარსკვლავი გზას ვერ მინათებს;
მე შეგეწირე და შენი შველა
გულის ნაპრალებს ვეღარ აავსებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი