ცისკარს ანაზებს ვარსკვლავთა შუქი…


ცისკარს ანაზებს ვარსკვალვთა შუქი,
ჩემი გული არს ოცნებით სავსე;
კვლავ მაგონდება ის ერთი წუთი,
როს სიყვარულის გრძნობით ამავსე.

ამ წყეულ დღეებს დღემდე მიშუქებ,
ზვირთ მჭევლებს ახშობ,აჩერებ შტორმებს;
მე მოუთმენლად მოველი:„იქნებ
დრო გაჩერდეს და არ გაცსდეს თორმეტს!..”

დროთა ბროლებას არ ჰყავს მომრევი,
ეს იმედებიც განაცრისფერდა;
მაგრამ მე ისევ მითრევს მორევი,
მიჯნურის ტრფობით რომ დამასევდა.

და იფანტება წუხილი თითქოს,
მე ვიხსნი ნიღაბს სახეს რომ ფარავს;
მგონია,რომ სხვა ლურჯ თვალებს მიმკობს,
რომ მასთან ყოფნას კისკისი ახლავს.

მაგრამ ეჭვებით მევსება გული,
„სათნო კოლოფში რა იმალება?”
ვერ მოისვენებს მღელვარე სული,
სანამ „ის” სახე არ გამოჩნდება.

ალბათ არა ვარ ვენერას შვილი,
ვერ დავსაჩუქრდი მისანი ძალით;
ტრფიალის ხანჯლით ვარ აღჭურვილი,
მაგრამ ვსუსტები დროით და ხანით.

და გაიჟღენთა რითმებიც მყისვე,
ღვინის ტალღებში მიცქერდა მუზა;
რომ გადმოვცურე შავი ზღვა ისევ,
კვლავ ვერ ჩავჭიდე ხელი იმ ღუზას.

ვაჩუქე ლექსი ივლისის ღამეს,
ნიავს ვატანე ლაჟვარდი ფიქრი;
ხელი გავუშვი ჯადოსნურ კალამს
და გავილანდე ვით ნაზი ფიფქი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი