უძილო ღამემ წაიღო ფიქრი…
უძილო ღამემ წაიღო ფიქრი, ლაჟვარდმა ცებმა იცვალეს სახე; მეც გარდვისახე და სადღაც მივქრი, სადღაც,სად შენი სახება ვნახე. ტერენტის გენიას ვეტრფი ისევ, და მაგონდები თვითეულ სტროფში; ჩემს რითმებს მხოლოდ შენ უგებ,ისმენ, გრძნობ,თუ რა ჩავდე მორიგ ეპოსში. მეც ვუღრმავდები შენს ჩანაწერებს, აფორიზმებში შეგიგრძნობ თითქოს; რა დაგვრჩენია სხვა ყმაწვილ მწერლებს? მხოლოდ ლექსები დარდს თუ გაგვიქრობს. ნუ გწყინს,რომ ვჩნდები და შემდეგ ვქრები, ქალი ვარ…ამინდებით ვგაგარ მარტს; შორიდან,იცი,როგორც შეგცქერი, დაღლილ თავს ვადებ შენს ცისებრ მკლავს. იმედი მაქვს,რომ დარდს გაგიქარვებ, ოდესმე…თუნდაც ბევრი წლის შემდეგ; ბნელ გზებსაც მალე,მწამს,გაგინათებ, სულით და ხორცით მე თუ მომენდე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი