ოქტომბრის ღამე
დადუმებულა სპეტაკი მთვარე, და ქათქათებენ ვარსკვლავნი თითქოს; გავილანდები ოქტომბრის ღამეს, რადგან სხეული გაშვებას ითხოვს. რა ვქნა,ვერ ვიკრეფ დაღალულ ხელებს, ერთი რამ დამრჩა-გავშალო ფრთები. მსურს შევუერთდე ედემის ველებს და გავირინდო,ვით თეთრი გედი. ახლა სიცოცხლე ძალზედ რთულია, ახლა ნაცრისფრობს ქალაქი მკვეთრი; ახლა გაფრენა როგორ მწყურია… ახლა ოცნება არს ცისა ფერი. ეს სუსტი გულიც ვეღარა ფეთქავს, აღარ მოძრაობს უსულო ტანი; შავი ზღვა დღესაც ზვირთ ტალღებს ხეთქავს, აწ მარადისობს წუთი და წამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი