უსაზმნოდ ბროლავს მორიგი ღამე…
უსაზმნოდ ბროლავს მორიგი ღამე, მთვარე მიტაცებს,მივიწევ ცისკენ. ნეტავ შევიგრძნო ერთხელაც რამე, ნეტავ გამექცეს თვალები მზისკენ. მე დავიბადე პოეტის ხელში, ამ ტაეპებით გავამხელ ყოველს; რამაც იარა დაღალულ მკერდში, რაც კი შეემთხვა სევდიან მოყმეს. მე ისევ ვეტრფი მარტოდ ხეტიალს, ჩემთვის გენია კვლავ გრანელია; დღესაც შევცქერი ჰორიზონტს,ტიალს, ჩემი მერმისიც გაცრეცილია. აღარ ძგერს გულში ოცნების ჟინი და აღარ ძალმიძს ამ გზების გავლა. მე არ მსურს აწი ჭმუნვა და ფიქრი, ფიფქებად დაშლა მწყურია ახლა. უსაზმნოდ ბროლავს მორიგი ღამე, მთვარე მიტაცებს,მივიწევ ცისკენ. ნეტავ შევიგრძნო ერთხელაც რამე, ნეტავ გამექცეს თვალები მზისკენ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი