როდის?..


კიდევ რამდენ ხანს უნდა ვუთმინო
ამ გაგიჟებით გულის დაფლეთას;
ან კიდევ როდის უნდა ვიხილო
ჩემი გრძნობების ცისკენ გაფრენა?

როდის მორჩება ბნედა წყეული,
რომ კვლავ ვუმზერდე დღის გათენებას;
როს დამშვიდდება მღელვარე სული,
რომ არ მიწევდეს ტრფობის მოთმენა?

მაუწყე,როდის მიმოვა ის დღე,
როცა წყვდიადი გამინათდება;
როდის დაიწყებს ამოსვლას ის მზე,
რომელიც სიზმრად კვლავ მევლინება.

როდის იელვებს ჩემი ვარსკვლავი
და გაიშუქებს ეს ლამპიონი?-
როს გამაგრდება დაღლილი მკლავი
და მეახლება გალაკტიონი.

ვიცი,რომ მხოლოდ წარსულის ლტოლვით
დაიწერება მორიგი ლექსი;
ვიცი,რომ მხოლოდ ამ მიჯნურობით
იხარებს ნორჩი ყვავილი ჩემში.

დაფერფლილ ფოტოს როცა შევცქერი
და მოგონებით ვარ დასნეული;
მაშ მაგონდება მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი