წყვდიადია,კვლავ ვარ კენტი…
წყვდიადია,კვლავ ვარ კენტი, მუქ ფერებში ვიწყებ ხატვას. აწ ეს ტილო-თეთრზე თეთრი შემიღებავს შავზე შავად. მე შევნატრი იმ დროებას, როს ოცნებით შეპყრობილი, ვმორჩილობდი დედის ნებას, ვიყავ სოფლით შენდობილი. პაწაწინა რტო რომ ვიყავ, მზის სხივებით შეკაზმული. მარადმწვანე ხე რომ ვიყავ, მამის ფრთებით შეხიზნული. გულჩვილი რომ ვიყავ,მახსოვს, იმედებით შეფერილი; ეს სიბრიყვე დღემდე მათოვს, ლურჯი ფიფქით გასრესილი. ჩემში ბავშვი ახლაც სახლობს, სიყვარულით რომ აავსეს; მაგრამ ახლა ვინღა ათბობს, ან უნათებს სპეტაკ სახეს? ახლა ქარი ჰქრის და მოაქვს ბავშვობის მოგონებები; ეს ამინდი ჭმუნვას მოჰგავს, ამინდივით გავფიფქდები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი