მივუყვებოდი გაკაფულ ბილიკს…


მივუყვებოდი გაკაფულ ბილიკს
და ლაჟვარდობდა ცის მოგონება;
მე დღესაც შევტრფი იმ ფართო ღიმილს,
რომ გამინათა ქუფრი გონება.

ვიცი,რომ აწი აროდეს მოხვალ,
შენამდე გზები ძალზედ შორია;
სევდიან ქალაქს დავუწყებ მოვლას,
სადმე გიპოვი-ასე მგონია. 

თბილისის ქუჩებს მოვივლი ისევ,
დავუწყებ ძებნას შენს ნატიფ სახეს;
შენი ხმა სხვების ხმაში ჩაისმის,
შენი სადარი ვერავინ ვნახე.

ალბათ სხვა გიმზერს ოცნებით სავსე
და შენც შესცქერი დამთვრალი ვნებით;
შენ სიყვარულის გრძნობით ამავსე-
მე შეგეწირე ბნედითი ბნედით.

მოვა დრო,ალბათ შენც მომიგონებ
და გაიხსენებ ვეროს,ავდრიანს;
ამ ავ სოფელში,იცი,იპოვებ-
შენთან აწ მარად მყოფ ადამიანს.

მე დღესაც ვათევ უძილო ღამეს,
ზმანება ვიცი ჩემთან მოგიყვანს;
იმედი მაქვს,მომიყვები რამეს
ვფიქრობ,რომ ახალ ამბავს მომიტან…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი