მსურს…


ნიავი მეჩურჩულება,
ქათქათებს მთვარე ნაზად;
კვლავ არავინ მეგულება,
შენ გარდა არვინ მახლავს.

ეს ღამეც მიჰქრის ცისკენ,
დღესაც მომიყვანს შენთან;
მე გავურბივარ ფიქრებს,
თუმც მაინც მახრჩობს სევდა.

კვლავ სანთელივით ვდნები,
რა ვქნა,მე სხვა გზა არ მაქვს.
ვიცი,რომ დაგნებდები,
ვიცი,მომრევი არ გყავს.

მე შენი ტყვე ვარ,კარგო,
ეს სიყვარული მღუპავს;
ვნატრობ დარჩენას მარტოდ,
მწყურია მშვიდი ცურვა.

მინდა შეგახო ფრთები,
მინდა გიხილო ახლოს.
როდესაც გიმზერ-ვკრთები,
გული ივსება,ლაღობს.

მწადია ლექსის წერა,
ლექსებს ვწერ შენთვის მხოლოდ;
მინდა გიმღერო ქება,
შენზე ვიმღერებ მხოლოდ.

გარეთ რომ ვხეტიალობ
ყველგან შენ გიწყებ ძებნას;
მაგრამ ვერ გპოვებ,მნათობს,
მაგრამ ვერ გწვდები,მწვერვალს.

ელავ მზესავით ჩემთვის,
ვარდივით ჩემში ხარობ;
შენ ხარ წუთისოფელი,
მხოლოდ შენ გნატრობ,კარგო.

მე სიკვდილამდე გეტრფი,
შენი ვიქნები მარად;
შენში ვიპოვე ღმერთი,
შენი ვარ,ჩემო ****.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი