თებერვალი


თებერვალი მოახლოვდა,ქარმა დაჰქრო ძლიერ,
ჩემი ლექსიც გაიფანტა,მან წარიღო სითბოც;
სითბოს ვეღარ მიბრუნებ,რამდენსაც არ გიმზერ,
ჩემი გრძნობაც გაიყინა,ვიცი ვერ გავილღობ.

რად მომიკალ სიყვარული,ნუთუ არ ვარ კმარა?
ვიცი,რომც მოგიახლოვდე,ვერ გაგიქრობ ამ დარდს!
ვარსკვლავები,ფანტელები და ეს ცის კამარა;
ძალზედ ეჭვი მეპარება,რომ ივიწყებ შენ მას…

ვიცი,რომ ვერ დაგავიწყებ,ვიცი,რომ არ ვგავარ;
სიყვარულის ოსტატობა არ არს ჩემი,
არა!
მაგრამ გთხოვ ნუ დამივიწყებ,ნუ გამაქრობ ისევ;
თუმცა,გინდა გავქრი,რა აზრი აქვს ამ ფიქრს?!

ჩემი ფიქრი მხოლოდ მაწყრობს,რად ვიწვალებ გულსა?
რად მომწყურდა”სიყვარული”როცა მას სხვა უნდა?!
ჩემთა ცრემლთა ტბა ივსება,უერთდება ღრუბლებს;
შავი ზღვა კი მეგებება,ვითა მკვდარ ქალწულსა.

მისი გულის ნაპერწკალი ვერ დავანთე ცეცხლით.
ვიცი,რომ დაავიწყდება მალე ეს ელფერიც.
ვიცი,რომ ტყუილად ვწვალობ,რადგან ის არს ფერფლი;
რომელიც ვერ აინთებდა,თუმცა გული მეწვის.

რად გავიცან,რად შევიყვარ,რათ მინდოდა,რათა?!
მე ვიცოდი,რომ სხვა უყვარს,რად არ წაველ,რათა?!
მაგრამ გულს მე ვერ ვუბრძანებ,თუნდაც მომსპოს ქარმა;
რაც არ უნდა ვებრძოლო თავს,არ მინდა სხვა,არა!

რამდენიც არ უნდა ვწერო,ვეღარ დავცლი გუბეს.
ცრემლთა ზღვას ვერ ამოვაშრობ,ვერ გავცდები უღელს.
სულის ცეცხლსაც ვერ ჩავახშობ,ვერ გავატან ქარსა
და ეს ლექსიც გამომყვება,როგორც ბასრი დანა.

თებერვალი მოახლოვდა,ქარმა დაჰქრო ძლიერ,
ჩემი ლექსი კი აქ დარჩა,ვერ წარიღო სითბო.
სიტყვები არ დავიშურე,ვიცი რომ დაიწყო,
ეს ავი დღესასიწაული,რომ დამღუპავს სიმწრით.  …

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი