წვიმა
წვიმის წვეთები მისველებს თმას, ყვავილმა ახლად დაიწყო სუნთქვა; ქაოსში ვარჩევ შორეულ ხმას, რომლის მოსმენა ასე მომწყურდა. ნოემბრის თვემაც იარა ავდრად, მე კი უცვლელად,მივლაჯობ კენტი; დეკემბერი ახლოვდება კართან, თითქოს გასულა ათ წელზე მეტი. ვაგრძელებ წერას…დეკემბერია. იცი,იარა დღეს ერთმა წელმა. შენ მიმატოვე,დასასრულია, მაგრამ ჩემს გულში ისევ შენ ელავ. მოგიძღვნი წერილს,გიმღერებ ნანას, ზღვების ტალღებში ავირეკლები; ვიცი რომ ისევ მატკენ,ვით დანა, წყვდიადში სხივი-არ მეახლები. მაგრამ არ ვდარდობ,ოდეს ხომ მოხვალ?! მოხვალ,დამიკრეფ დაღალულ ხელებს; ეს სიყვარული,ვიცი,რომ მომკლავს, შევაცქერდები ბროლვას დღეების. გავა დრო,დამიმშვიდდება სული, ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნები; სხვა გამოჩნდება,უბიწო,სრული თუმცაღა,მაინც,დამესიზმრები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი