ზამთარი
ზამთარია,თეთრ სულს თოვლი მოსავს, კვლავ მომყვება სევდიანი ლანდი; ვერ ვაჩერებ გულის ჭმუნვა-მოთქმას, ნეტავ რძისფერ ნისლში გავილანდო. მსურს შევღებო არემარე ცისფრად, ოცნებებით ვსულდგმულობდე ისევ; ვეღარ ვიტევ,ღმერთო,ამდენ რისხვას, გამიშუქდეს იქნებ გზები მყისვე. იმედებით მივყვებოდე ბილიკს, იისფრობდეს მოღრუბლული ცა. ანარეკლში შევცქეროდე ღიმილს, ილაჟვარდონ თვალებმა,ვით ზღვამ. ისევ ინათოს ჩემში მზის სხივმა, ზაფხულის სიომ შემაჟრიალოს; შეწყდეს ნატანჯი ქალწულის გმინვა და სერაფიმებმა შემიფარონ. გამოიდაროს ავდრიან სულში, იხარონ გულში ყოჩივარდებმა; გაქარწყლდეს ტკენა დაღალულ წლულში, იაროს წყენამ,ვით მოჩვენებამ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი