შორეთს…
მე ისევ შენკენ მივყავარ ბილიკს, ვიგონებ იმ დღეს,როს გაგიცანი. დღესაც შევცქერი დარდიან ტირიფს და მახრჩობს ავი ბედის სამძღვარი. წარსულის ტრფობით გამირბის წლები, ალბათ დრო არის შევწყვიტო წერა; მაგრამ შენ მაინც სულდგმულობ ჩემში და მიმაჩნიხარ ჩემს ბედისწერად. რა ვქნა?..ყოველ დღე მოდიხარ სიზმრად, მათვრობ გრძნობებით აღსავსე მზერით. კვლავ შენზე ფიქრში ვიქცევი წვიმად და მევლინები,ზეცის იერი. ძვირაფასო,გტოვებ,მავრამ იცოდე, რომ მე დავრჩები,როგორიც იმ დღეს, როს სანთელივით შენთის ვიწვოდი და ვერ ვმალავდი იმ ფართო ღიმილს. ახლა ჟამი არს დამშვიდობების და ამ სტროფებით ვასრულებ ყოველს; მაგრამ არ მესმის ხმა დამშვიდების, რადგან მე ისევ მოგელი შორეთს… 23.03.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი