მოდი ჩემთან,მოდი ოღონდ…
ეს ღამეც გადის შენზე ფიქრებში, დამონებული ვარ სიყვარულით; უსინათლო ვარ და ამ წყვდიადში- შენ მეახლები:უბიწო,სრული. ზმანებას ჰგავხარ,ხარ მოლანდება, თუმც ჩემს ექსტაზში ხარ რეალური; რასაც განვიცდი,არს მონატრება, ამ დაწუხებით ვარ დაღალული. კარგო,გამოჩნდი!მომხვიე ხელი! და მომანათე ნატიფი მზერა; შემომატარე ყვავილთა ველი და მოუსმინე ამ გულის ძგერას. შენ ოღონდ მოდი,სხვა არა მინდა, გთხოვ,აწი აღარ გაუჩინარდე… მხოლოდ შენ იცი,თუ როგორ ვგმინავ, როდესაც ისევ რაზავ ჩვენს ფარდებს… მძიმე ტვირთია ეს უცხო გრძნობა, სიზიფესავით რომ დავატარებ; მაგრამ იმედი მაქვს,რომ შენ მოხვალ, რადგან ამ სულს მე სხვას ვერ ვაკარებ. დღე-ღამე შენა ხარ ჩემი დარდი, მეც კარგად ვიცი,რომ ბევრს ვერ მოგთხოვ; კვლავ ამ ფიქრებში ამტკივდა თავი, მოდი ჩემთან,მოდი ოღონდ… 12.10.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი