კენტი
ახლაც მარტო ვარ,ისევ ვარ კენტი, შენს მოლოდინში დრო გამეპარა; სხვა რა ვქნა,არ შემიძლია მეტი, არადა ვიცი,რომ აწი კმარა. ვიცი,რომ დრამა დასასრულს ითხოვს, ვიცი,რომ ალი აწ უკვე ჩაქრა; მაგრამ ეს გული მაინც შენ გიხმობს დამწვარი შენთვის მიფეთქავს ჩქარა. მერწმუნე,ვცდილობ,რომ დაგივიწყო, მინდა გრძნობები მივანდო წარსულს; თუმც მსურს ყოველი ახლად დავიწყო მაშინებს ის,რომ ვაღწევთ აღსასრულს. ალბათ დრო არის დაგემშვიდობო, ალბათ დრო არის გაგიშვა ხელი; არ შემიძლია…როგორ დაგტოვო, როცა შენ გარდა არავის ველი?! როგორ ვიყურო სხვების თვალებში, როგორ ავღელდე მათდამი გრძნობით; როდესაც მხოლოდ შენ გხედავ სხვებში და თითქოს ვკვდები შენდამი ტრფობით. მე აღარ მოვალ,მაგრამ იცოდე, რომ როცა მოგწყინდებიან სხვები; ამ რუხ ქალაქში ყოველთვის მპოვებ და მარადისად შენი ვიქნები… 10.10.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი