აგვისტო
აგვისტოს თვემაც გამომიქროლა, აწ ენკენისთვე მიახლოვდება; მე ისევ მიწევს გრძნობებთან ბრძოლა და ეს იარა არ მიამდება. დღესაც ვუმზერდი მთვარეს,სევდიანს, მოსილი იყო ნესტანის რიდით; მის სინარნარით გულწასულიანს, მეც გამეფანტა მტანჯველი ფიქრი. მუზის ლოდინში,ძილმორეულმა, დავდე ფურცელი,დავდე კალამი; თუმც ჩამჩურჩულა,დაყოვნებულმა: ,,მომითხზე სტროფნი ახლად-ახალი”. მეც მოვუსმინე,დავწერე ლექსი, დავხუჭე თვალნი დამძიმებულნი; გარეთ ბულბულის გალობის ჰანგებს აყვნენ სხვა ფრინველები,ციურნი. 21.08.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი