ისევ შავ ზღვას ვუცქერ ღიმით…


ისევ შავ ზღვას ვუცქერ ღიმით,
ვარდისფრობენ დაისები;
თბილ წყლებში მივცურავ,ფიქრით-
შენით როდის ავივსები.

ვსეირნობდი,გავიხედე,
სანაპიროდ იჯექ,მოყმევ;
ახლოს მოსვლა ვერ გავბედე…
შორიდან გიმზერდი მხოლოდ.

სინანული შემეპარა:
„რად არ მოვედ,რად არ ვნახე?!”
გავაგრძელე სიარული,
სევდა შავ ზღვას გავატანე.

ალბათ ამერია ფიქრი
და არ იყავ,ვინც მეგონე;
მაგრამ მაინც იქით მივქრი,
სადაც შენს სახეს ვიგონებ.

მეგულები ყველა კაცში,
წარა-მარა,წამდაუწუმ;
თუმცა ვერა გპოვებ სხვაში,
ვით ვერ გპოულობდი უწინ.

ახლა მთვარე იწყებს როკავს,
მეჯლისია ვარსკვლავების;
ვიცი,დღესაც რომ არ მოხვალ,
არ მოუსმენ ჰანგს ცრემლების…

03.09.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი