ტრფობის ტომი
მშვიდი ღამე არის, და ზაფხული მირბის. სულში მიქრის ქარი, მთვარე ჩემთან სტირის. აღარა ვწერ ლექსებს, იცი,ძალა არ მაქვს როცა გიღვრი ცრემლებს, მაშ ვიმარჯვებ კალამს. მომაგონდი ისევ, გულმა იწყო ფეთქვა. ისევ შენკენ ვიწევ, მსურდა რაღაც მეთქვა- კი,გავიდა ხანი და მე დავრჩი მარტო; თუმც მაშინ ვარ ლაღი, როს ჩემთან ხარ,კარგო. მაშინ ვხარობ მხოლოდ, როცა მყავხარ ახლოს, მოახლოვდი ოღონდ- ამ მყინვარს გაალღობ. დავიღალე ფარსით, კი,მიყვარხარ ისევ! ეჰ,რა ვუთხრა ამ დროს, თუ შორს არსობ მისებრ… კვლავ მსურს მოვისმინო შენი თბილი სუნთქვა, მომინდა შევიგრძნო შენი ლექსის ჭმუნვა. ვიცი,ახლა სხვა ხარ, მე კი სხვას შევცქერი, მენატრება სხვა ხმა, ნაცნობი…ნამქერი… მწადია დავიწვა სხვა თვალების ცეცხლით, სხვა გიშერთა შუქმა გამინათოს გზები. სხვამ მასწავლოს ფრენა, და ჩამიკრას ახლოს, იქნევ დაბრუნდება და ვიხილავ მნათობს. ვერ ვაბრუნებ წარსულს, თუმც ვაგრძელებ წერას, იქნებ უმზერ ქალწულს, ვისიც გესმის ბგერა. ბედს ვერ მოვერევი, შენს კვალს კი დავტოვებ; ისტორიას დარჩეს ჩემი ტრფობის ტომი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი