რბიან ზაფხულის ნანატრი დღენი…
რბიან ზაფხულის ნანატრი დღენი, და იწურება სიტურფე მყისვე; როგორც ყოველთვის,მსურს ვიყო შენთან და შევანელო სიჩქარე ისრის. ახლაც კენტი ვარ,ეს ნათლად იცი, მე სხვის ალერსი არა მიგრძვნია; გახსოვს,ოდესღაც რომ დავდე ფიცი? მას შემდეგ არვინ შემყვარებია. ავ ფიქრებს ფანტავს გარე სიმწვანე, თითქოს თან ჰყვება ტკივილი კიდეც, თუმცა ვერ ახშობს გრძნობის სიმწვავეს, ვერ მიმსუბუქებს ტვირთის სიმძიმეს. ეჰ…შენს მკლავებში ნეტავ მამყოფა, ჩამეღვრებოდა ნანატრი სითბო, წყვდიადს სინათლე შეჰმატებოდა მიაქიმებდი,ძვირფასო, მისებრ. ამჟამ ღვინით ვარ ძლიერ დამთვრალი და დამტრიალებს ვარსკვლავის სხივი; შენი სადარი მაინც არ არის შარბათის გემო,თაფლივით ტკბილი. ვიცი,სიტყვები კვლავ არა მყოფნის და უნდა დავსვა მგონი წერტილი; მაგრამ შენ მაინც არავინ გჯობნის და მოგეძღვნება ყველა წერილი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი