ავი ფიქრები


მყუდრო ოთახი,ავი ფიქრები,
მე მელანდება შენი ხელები.
მე მესიზმრება შენი იერი,
სხივს რომ მანიჭებს,ვითა სანთელი.

სითბოთი ავსებ ამ არემარეს
და შესციცინებ ჩემს ლაჯვარდ თვალებს;
კვლავ მევლინება მე შენი სახე
და ის მაგონებს შენ დაბმულ მახეს.

რა ვქნა,ვერ გიშვებ,ვერ მოგერევი.
ვიცი,რომ ერთად ვეღარ ვიქნებით;
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი სითბოთო სავსე სიტყვები.

გავიდა დრო და ერთგული დავრჩი,
შენი მშვენიერი და ნაზი სახის.
ვერ დაგივიწყებ,მაგრამ არც მძალუძს;
სხვაც რომ გამოჩნდეს,მაინც დამათვრობ.

ჩემ გულში ცხელა,შენსაში ცივა,
მასში იზრდება ნატიფი ია.
მე მაინც მცივა,მაგრამ გავთბები;
როდესაც ახლიდან შენ გამოჩნდები.

მყუდრო ოთახი,ავი ფიქრები,
ვერ მიგატოვე და ისეგ გელი;
ვიცი რომ მუდამ მემახსოვრები
და იარსებებს ეს გულის ცეცხლი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი