ქაოსი
მე დალაგებით ვებრძვი ამ ქაოსს, მაგრამ მაინც ვერ ვაქრობ მას; მინდა ,რომ ჩემთან მოხვიდე ახლოს და ქარით წაიღო ეს მტვერი აწ. მოგიახლოვდი,მომირჩენ ტკივილს? ნუ მიპასუხებ,ვიცი,რომ-არა. ვინღა უშველის ამ საწყალ ფრინველს? ერთი შენ იყავ და ისიც აღარ… აწ გვიანია,გემშვიდობები, არადა მინდა,რომ იყო ჩემთან; ვარდივით ვარ და ჩემი ეკლები, შენ მოარჯულე,ვითარცა ღმერთმან. ეჰ…ვიცი,ჩემო,რომ აღარ გინდივარ, ვინმეს სწადია ეკლთა ფერება?! მე გიშვებ აწი,გთხოვ,გამომიარე, როს მოგწყურდება ჩემი შეხება. როს გამომივლი,გთხოვ,მომეხვიე, ვიცი,რთულია ჩემი მოთმენა; ერთადერთი ხარ,ვინც მომერია ერთადერთი ხარ,ვინც ამალხინა… ცრემლებით ვშველი ჩემს მშრალ ფოთლებსა, უშენოდ გაუქრათ სურნელი ნატიფი; კვლავ ველი მე შენს გამოჩენასა, გთხოვ,მომიტევე,რომ ისევ გატკინე. მაგრამ დრო გადის და შენ არ ბრუნდები, გპატიობ,ვიცი რომ არ ვარ კარგად; ბოდიშსა გიხდი,რომ ვერა ვჩუმდები; ოღონდაც გვერდში შენ მყავდე,კარგო! საკმარისია,ვასრულებ წერას, შენ არ გამოჩნდი,გაყევი ქარს; პასუხი გაეც ჩემსა ვედრებას- ნეტავ რთულია უშველო ქალს?…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მარტივი არაფერია ;)