16 წელი


ახლა პირველს უკლია წუთები,
მინდა გავატანო ქარიშხალს წუხილი.
მელნით გადავხაზე სტროფები უნებლივ,
აზრი არა აქვს ცხოვრებას უკლებლივ.

ასეთ ახალგაზრდას რადა მაქ სევდა?
გულის ტკივილი იგრძნობა ელვად.
მინდვრის ყვავილებს ვეფერე ველად,
ზღვის პირას ვუმზერდი ტალღების ღელვას.

მთაწმინდის ხედსა მე შევღაღადებ,
ბარათაშვილი მყავს მე მოახლედ.
ვერ ვუზიარებ მე გულის დარდებს,
ამ სოფლად ვერ ვპოვებ ვერონას გამგებს.

16-მა წელმა იარა ქვეყნად,
16წელია ვსაუბრობ ღმერთთან.
16წელია ბრძოლა მაქვს ხმებთან,
16წელია ვიქცევი ცრემლად.

ერთ დღეს მგონია,გამოჩნდა სხივი,
მაგრამ ხვალ ისევ იქნება ნისლი.
ზეგ ალბათ წვიმა იქნება დღისით,
მაზეგ დამხვდება ალბათ დაისი.

მზე-მთვარესთან მაქვს სულ ბაასი,
ერთი დღის საათში,მეორე-ღამის.
ისევ ველოდები მოსვლას მაისის;
ნეტა კაკუნი მოისმას ზაფხულის.

ახლა პირველს გადასცილდა წუთები,
გარეთ მესმის ქარიშხალის ბღუილი.
გავატენე ჩემნი ფიქრნი სურვილით:
„ნეტავი გამიჩნდეს ცხოვრების წყურვილი…”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი