მშობლებო!
მშობლებო,უთხარით თქვენს შვილებს აწ, რომ მათი მომავლის ნამდვილად გწამთ. რომ მათი რწმენა უკლებლივ გაქვთ, რომ სიყვარულიც უსაზღვრო გაქვთ. მშობლებო,უთხარით თქვენს შვილებს აწ, რომ გადალახავენ ყოველგვარ ზღვარს, რომ გადმოცურავენ ყოველგვარ ზღვას, და გადადგამენ უმაღლეს მთას! მშობლებო,უთხარით თქვენს შვილებს აწ, რომ პრობლემებსაც ბოლო უჩანს, რომ იარები დატოვებს კვალს, რომ ლოდინი უწევთ ცოტა ხანს. მშობლებო,უთხარით თქვენს შვილებს აწ: „ძლიერ მიყვარხარ”იოლი არს! სითბო,სიყვარული ანახეთ მათ, სანამ თქვენ მიმართ ალერსი აქვთ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Shen kargi mshobeli iqnebi