C’est la vie!
მარტოდ მარტო ვარ,ხალხშიც და ბრბოშიც, რადგან ვერ ვპოვებ მათთან არსს ყოფნის და ვმოგზაურობ მე წარსულ დროში, რათა გავექცე აწმყოს ავ დროშებს. განმარტოებული და განდეგილი, დამაქვს ყოველდღე გულის წუხილი. ყოველ შემდეგ დღეს კი მისდევს ფიქრი: „რად დავიმსახურე ასეთი ტვირთი?” სიზიფესავით მე დამაქვს ლოდი, აგრეთვე დამაქვს მე ჯიბის თოფი. დამამშვიდებელიც პატარა დოზით, ის იარაღი არს უძილობის. ხალხთან ბაასიც მე აღარ მინდა, რადგან დაღლილობამ გადამიბირა. მხოლოდ ლექსების წერაა მიღმა და სიმღერების ბგერები,რითმა. მე ხომ აგრეთვე გული მატკინა, იმან,ვინც ასე ძლიერ მალხინა. მაგრამ ჩავახშე ეს გრძნობა წმინდა, რადგან მაგ გრძნობამ მასწავლა„viva”. რა ვქნათ,ცხოვრება არს ესრე ავი, მხოლოდ წარსულია ყოვლის თავი; რომანტიკოსი გახლავართ ქალი, Au revoir,mes amis,c’est la vie!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი