Et si tu n’existais pas


Et si tu n’existais pas-
არც მე ვიქნებოდი აქ.
ცხოვრებას რა აზრი აქვს,
გვერდში სატრფო თუ არ გყავს.

Et si tu n’existais pas-
ქარი წამიღებდა აწ.
სიყვარული რთული არს,
თუმცა მაინც ვიჭერ თავს.
 
Et si tu n’existais pas-
ამოიშრებოდა ზღვა.
ზედ დაგვეცემოდა ცა,
შერწყმებოდა მიწა წყალს.

Et si tu n’existais pas-
ვერ ვიპოვნდი სოფლის არსს.
დავკარგავდი ამა მრწამსს,
მოვიკლავდი ალბათ თავს.

Et si tu n’existais pas-
გავიცნობდი ალბათ სხვას,
სეტყვას დავაღწევდი თავს
და გადავრჩებოდი აწ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer8 თვის წინ

ძალიან კარგია და რადგან არსებობს გაუფრთხილდი🥰

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი