კვალი
ჩემსა გრძნობებსა მე მივენდობი, მაგრამ მაინც ვერ აღვწერ კალმით; ცარიელ ქუჩას რომ მივუყვები, მხოლოდ მზის სხივი მომყვება მგზავრად. დღეს მზე ანათებს,აცხუნებს ძლიერ, მაგრამ მაინც ვერ ალღობს გულსა; მე ხომ მყინვარი დღედაღამ მიძგერს და ქარიშხალი აქროლებს სულსა. ერთი სურვილი მაქ-არ გამეღვიძოს, ვიყო სიზმრების მონა აწ მარად; ასტრალში გავიდე და ვერ გავიქცე- ეს ფიქრი დამყვება მზისით და ავდრად. რად დავიბადე ამა ქვეყანად? ვფიქრობ მე ამას, დილას და ღამეს. რა არს ჩემი ბედი-მოვკვდე უქნარად? თუ აწ დავტოვო რაიმე კვალად? თუ უნდა დავტოვო,კარგი,დავტოვებ, ამ სტროფებს ვუძღვნი ქალღმერთთა ძალას; მათ გავუზიარებ ჩემს სიმარტოვეს და რითმებს აწი გავატან ქარსა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი