შობა


სად ხარ ახლა,სიყვარულო,
სად გაგექცა მზერა?
ვიცი,რომ ვარ უიღბალო;
გესმის ჩემი ბგერა?

ბგერა ჩემი კვნესის,
რომელიც არ ჩერდება,
ბგერა ჩემი ვედრების,
რომელიც გაგრძელდება.

აღარ გიწერ ლექსებს,
ვიცი,არ გადარდებს,
აღარ გიძღვნი წერილს,
ვიცი,რომ გადაწვავ.

შობის ღამეს მკითხაობით
ვარ ილუზიებში;
შენ სახელის ამოკითხვით
მომეკიდა ცეცხლი.

აღარ მჯერა ჯადოქრობის
არ გიყვარვარ,არა!
ჩემი გული საფერფლეა,
შიგ ჩაწვავ სიგარას.

ეს ბედია,ჩემო კარგო?
როცა ამდენს გელი;
შენ კი მაინც,ამაოდ
სხვა გოგოს გასცქერი.

აღარ მჯერა სიყვარულის,
დამიჭკნა ყვავილი;
ჩემს ბედით და უბედობით
მომდის ცხარე ცრემლი.

ვიცი რომ დაგავიწყდები,
ჩამიკეტავ კარებს.
ვიცი,რომ სირინოზებიც 
აწ შეწყვეტენ ჰანგებს.

გადის ისევ დრო და ხანი,
მე კი გითხზავ სტროფებს,
ასი წელიც რომ გავიდეს
მე მაინც ვილოცებ.

ახლა,ისევ,მუზით ხელში
გიწერ ჩემსა ლექსს;
მაგრამ ვიცი,სიყვარული
მომკლავს ალბათ დღეს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი