სიზმრად
გადაკარგული,გზააბნეული, მე მივუყვები გაკაფულ ბილიკს; ჯადოა ეს,თუ ძალა გრძნეული? ასე ძლიერ რომ მაყენებს ტკივილს. ერთად ვართ,მე და მისი მანდილი, ალბათ ბედია რომ ვნახე სიზმრად; მე მამოძრავებს ურჩი წადილი, რომ ჩამჩურჩულებს:„ევლინე ფიცხად!” ბედნიერებაა,თუ ტრაგედია? რომ გული ამაოდ აღარ გაიძგერს; წამიერებაა,თუ უკვდავება? რომ ქარი აღარ აარხევს ტირიფს. და მელანდება აწ მირაჟები, თავი მგონია მე უდაბნოში; ძლივს…მომიშუშდა აწ იარები, მივემართთები ამაღამ ომში. რომ შევესწრები ბედნიერ სიკვდილს, ვიხილავ ალბათ კაფკას და კამიუს; როს გადავურჩები მარადის სინდისს, ხელებს შევახებ ედემის თაიგულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი