სევდა


ვიჯექ მარტოდ და უეცრად მუზამ,
წამიღო ფიქრებში და შთამაგონა;
არსზე ფიქრებით სავსე ვარ მუდამ
და ამ ცხოვრებამ მე აღმაშფოთრა.

ილუზიები მართობენ კვლავ,
მარტო ისინი დამამშვიდებენ
და გამიღებენ სინათლის კარს,
რათა სიბნელეს დავემშვიდობო.

ხალხს ვესაუბრები,ვიცინი მუდამ,
მაგრამ არ იციან ჩემს გულის დარდზე
ჩემსა ნაღველსა ვატარებ ჩუმად
და უიმედოდ დავდივარ გზაზე.

სხვებთან ბაასი,სიცილი,ლაღობა,
ვერ მიმსუბუქბეს ჩემს გულის დაღს
და ეს მარადი არარაობა ,
ყოვლად მიტრიალებს გონებას,თავს.

ალბათ მტრედი ვარ,ფრთებმოტეხილი,
თავისუფლებას რომ მუდამ ჰნატრობს;
წარსულის გაიდეალიზებით
ვცდილობ გავექცე მე აწმყოს ქაოსს.

ალბათ აროდეს გამოვფრინდები,
ვერ მივატოვებ მე ჩემს სახლ-კარს
და მოხუცებული გარდავიცვლები,
ისე,რომ ვერ ვუშველ ამაოდ თავს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი