პოეტი
პოეტი იღვიძებს ღამის საათში, მისი მოახლე კი გახლავთ მთვარე; რამდენი სევდა არის მგოსანში, რომელიც გადააქვს ლექსების ჰანგზე. ელეგიები,ლექსები,ბგერები, მუსიკა არის ყოველი სტროფი; ეს პლანეტები და ვარსკვლავები, რომლებზეც წერენ ასეთი ტრფობით. სიყვარული,სიხარული,სინანული, ემოციებია მათი კალამი; თუნდაც გული ჰქონდეთ აწ გაყინული, იმედი იქნება მათი წამალი. სევდა,სიმწარე,სასოწარკვეთა, რომელიც გაისმის ტაეპის ბოლოს; თითო მათგანის გამომჟღავნება, რათა გავიგოთ პოეტი რას გრძნობს. მაგრამ ბევრ ჩვენგანს მაინც არ ესმის, შემოქმედების ვნებების,განცდის; როდესაც კაცი თავისთავს ებრძვის, როს კაცი ხედავს რაღაცა აჩრდილს. ნეტავი ბოლოს ყველამ გაიგოს, მარადისობა პოეტის არსის; და ხალხმა„ბრავო!”წამოიძახოს, რათა იხილოს ღიმილი ხალასი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
იმედის არსებს არ სცნობს პოეტი,
იგი უბრალოდ ყოფას აგრძელებს,
იცის,რომ ბოლოს მიწა მოელის,
ხალხის “ბრავო” მას უფრო ანელებს.