დასასრული
ჩემთვის ისედაც დასასრულია, კარგა ხანია დავსვი წერტილი; ეს სიყვარულის აღსასრულია, ჟამი დამდგარა ბოლო წერილის. მშვიდობით იყავ,ჩემო მიჯნურო, მე არ გაკავებ,თავისუფალ ხარ; მინდა,რომ ერთი რამ შემისრულო: გთხოვ დამემშვიდობე,ისე ნუ წახვალ. არაფერი მწყურს,მხოლოდ სიკეთე, მინდა,რომ მარად მეყოლო კარგად; თუნდაც უჩემოდ შეხვდე სიბერეს, შენი ღიმილი გამომყვეს განძად. თუნდაც ვერ შეგხვდე,თუნდაც ვერ გნახო, გული იქნება ეს ბეწვის ხიდი; რომც დავიკარგო,რომც დავიმარხო- მაინც არ იქნება გზა ჩატეხილი. მაშ გავიფანტო არე-მარეში, ვეღარ მიხილოს დედამ და მამამ; ერთი ბილიკი არს-სამარეში, გულის ტკივილს კი მომირჩენს დანა. ამა ცხოვრებას შენ შემოგწირავ, შენი ვიქნები მე აწ და მარად; როცა ვერ მიხილავ მე ზღვისა პირას, მაშინ გევლინება ვერონა ქარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი