პირველი აპრილი


ისევ სევდაა,ისევ თამბაქო,
რას შეუძლია გულის მორჩენა?
შენმა სიტყვებმა ისევ დამათვრო,
იმედი მაქვს,რომ ჭმუნვა მორჩება.

იმედის კოშკებს ვაშენებ ღამით,
ქაჯეთის ციხეს რომ მაგონებენ;
ჩემი ცხოვრება დაიწყო დრამით,
მისი ქმედებები მე მაოგნებენ.

რა პერსონაჟი ვარ მე არ ვიცი,
სახეს მარად მიფარავს ნიღაბი;
სიყრმეში მახსოვს,რომ დავდე ფიცი:
„არ გავიზრდები,ვიქნები მკვდარი.”

ხორციც დაჭლექდა,თან გაჰყვა სული,
ალბათ გაიღო სამოთხის კარი;
ჯოჯოხეთს უკვე ვარ გამოსული,
გამოსასვლელთან მელის ცისკარი.

დღეს პირველია,აპრილის თვეა,
ალბათ დაიწყო დღესასწაული;
მაგრამ მგონია,რომ ეს მახეა,
რადგან დამდგარია აღსასრული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი