***


ღამეა ბნელი,ელეგია ნელი,
მე ცას ვუყურებ და ისევ შენ გელი;
მინდა,რომ მჭიდროდ ჩამჭიდო ხელი
და შემოვიაროთ ყვავილთა ველი.

შენზე დაწუხებამ შემომიარა,
ახლიდან დაეტყო ჩემს გულს იარა.
ვერონამ გრძელი გზა გამოიარა,
მაგრამ სევდამ მაინც გადმოიბირა.

ქალწული თავის ფიქრებში ილევა,
ეს ილუზიებიც გამოილევა;
მხოლოდღა ისმის მდინარის დინება,
რა ვქნათ,თუ ლაღობა ვერომ არ ინება.

რა ვქნათ,თუ ისევ მიენდო სიზმრებს,
და გულში ისევ ისტყროცნის ისრებს.
მოარულია,რომ მხოლოდ ნისლებს,
სძალიძთ მარშრუტის გავლება ცისკენ.

განთიადია,ალიონი მზის,
ვენერა ისევ მისდევს ავ ფიქრს;
გაზაფხულია,მაგრამ ვგავარ ფიფქს,
რადგან ჩემს სულში გრიგალი ჰქრის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი