„შემოდგომა შემოსულა, სოფ“ მურმან ლებანიძის „გაზაფხული შემოსულა, ლენ“-ის ინსპირაციით
შემოდგომა შემოსულა, სოფ, ფოთოლცვენა დაუწყია ქარს, ყვითელფერში გახვეულა ცა, და ხნულები გაუვლია ხარს. მთებს ნისლები დასცვენია, სოფ, და ფიქრები აგვიღელდა თავს, სუსხიანი ქარი დაჰქრის, სოფ, გადაგვყაროს უნდა ზამთრის შარს. ბაღში ვარდი ჩაქინდრულა, სოფ, ქარს ფურცლები მოუფანტავს გზად, თვალზე ნამი ჩამომჯდარა, სოფ, სევდისათვის ჯერ არავარ მზად. ტყეს ფოთლები შემოძარცვა, სოფ, მზის სხივები დაუკარგავს თვალს, ჩუმად დგას და ელოდება ჟამს, როს ზამთარი შემოქურქავს მთვრალს. ჩვენ ფოთლებად გავყოლოდით ქარს, გაზაფხული გვენატრება, რად?! წლები გვაცლის ფერად-ფერად კანს, დრო ქცეულა სილამაზის მტრად. შემოდგომა შემოსულა, სოფ, ყვითელფერში გამოახვევს ქნარს, რაც დაგვრჩება წარსულიდან, სოფ — ფოთოლივით თან გაჰყვება ქარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი