უდაბნოს ქარი
შენი თვალები, როგორც ლამპარი, მე გზას მინათებს ღამის წყვდიადში, და შენი სახე, როგორც ზღაპარი, მუდამ თანამდევს სულის წიაღში. შენი თვალები, ნამკაჰუწარი, როგორ მიყვარდა მათი ფერება... ჩემგან არასდროს იყო მწუხარი, ახლაც სიზმრებში მე მეჩვენება. როგორც უდაბნოს ცაზე ვარსკვლავი გზას გაუნათებს ღამით ბედუინს, შენი თვალები გზას მიმასწავლის და გადავლახავ ქვიშის მე დიუნს. იქნებ მაღალი ზეცის „წყალობა“ გარგარისფერი ქვიშის მტვერია... ახლა, ძვირფასო, გაუწყლოება უდაბნოს ქარი — ჩემი მტერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი