"აი ეს ციხე"
აი, ეს ციხე ქართული იყო და დროის ჟამმა აქცია რადა, ჩემო სამშობლო, მითხარ, რა გიყო? ამ სიბინძურეს ავხადო ფარდა. ჭუჭყის ბურუსში შენ გახვეულო, გადაეყარე მკორტნელას ავ ყვავს. სამშობლოვ, გზიდან გადახვეულო, მომბრუნებელი, ვაი რომ არ გყავს... დარდი და ჯავრი მე მახრჩობს ჩემო, გულზე მეცემა ლახვარი მუდამ. არ გღირსებია დაღლილსა ჩერო, მომაკვდავივით ცრემლსა რო გუდავ. მე ვერ დავუშვებ ალამს ციხიდან, არ გამიწყრება ღმერთი მაღალი, სიმღერა ძმების მესმის ხიდიდან — გასაწყვეტია ყველა მტარვალი! და შენ, მამულო, კვლავ აღსდგე უნდა! როგორც ლაზარე აღსდგა მკვდრეთითა. ამასა შევთხოვ უფალსა მუდამ, მე დაჩოქილი ხატთან ცრემლითა. ვიცი, შეისმენს ლოცვას უფალი. შენ კვლავ იქუხო, მამულო, უნდა! აღმართო დროშა თავისუფალი, თავისუფლებით მტერი შეძრწუნდა. აი, ეს ციხე მართული იყო, და დროის ჟამმა აქცია ქვადა. ეს საქართველო, ვინ არ გაიყო? თუმცა, სუყველა კი გადაგვარდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი