სანამ კედელი იარსებებს (მოთხრობა)


ნაწილი I


 ის პოეტია.
არა სცენური, არა დაღეჭილი და  ტანჯვით შეფუთული, არამედ შინაგანი, უხმო პოეტია 
ის, 
ის სიტყვებს მაშინ წერდა, როცა სხეულს  ღამით ეძინებოდა, მაგრამ გონება  კიდევ რჩებოდა მღვიძარე.
მისი ოთახის აივნიდან არაფერი ჩანდა განსაკუთრებული  არც ხედი ჰქონდა და არც მზე ჩადიოდა ლამაზად და პოეტურად არასდროს.
მაგრამ მას ეს არ აწუხებდა, ყველა ფერი გონების  შიგნიდან ეწვეოდა და  თავისივე წარმოდგენებში ცხოვრობდა ის.
მისთვის დრო გამთენიის საათები იყო.. 
როცა ოთახში რჩებოდა მხოლოდ ის და კედლები.
ერთ-ერთი  კედელი კი სხვებისგან განსხვავებული იყო.
იმ კედლის მეორე მხარეს ვიღაც ცხოვრობდა. 
ქალი. გოგო. 
რომლის ხმაც არასდროს გაუგონია მას , სახეც არ ჰქონდა ნანახი, მხოლოდ იცოდა რომ  იქ იყო ისიც და  სუნთქავდა.
ერთი კვირის წინ, ჩვეულებრივ ღამეს  როცა სულის შიგნით მტვრიანი გრძნობები იძვროდნენ და ადგილს ვეღარ პოულობდნენ მკრთალად და  უმიზეზოდ,
თითქოს უმისამართოდ, მარცხენა კედელზე ხელი მიარტყა.
არ გაუტეხია რამე.
არც დასჯა სურდა ვინმესი.
ეს უფრო საკუთარი თავის მოულოდნელი გამოღვიძება იყო  
თითქოს  ფურცელში თავისი  პულსი ჩასდო.
მაგრამ იმ ღამეს...
იმ ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ღამეს, კედელმა   უპასუხა.
თხელი, თითქმის თამაშის მსგავსი კაკუნით.
თვითონაც იცოდა, რომ ეს ხმა სხვისთვის არ იყო 
ეს იყო იმისთვის, ვინც ამ ოთახში ცხოვრობდა, როგორც ის.
მაშინ მას არ გაღიმებია. არც შეშინებია.
უბრალოდ გაჩუმდა და პირველად... 
იგრძნო,
რომ მარტო იყო,
შემდეგ ღამეებს, ის არ ელოდა,
მაგრამ კვლავ დადებდა თითებს იმ კედელზე დააკაკუნებდა, და  ხმაც უბრუნდებოდა.
არა როგორც დიალოგი.
არა როგორც გრძნობა, ვალდებულება, იმედი.
უბრალოდ…
ერთი ხმა და მეორე ხმა.
თითქოს ორი ადამიანი, რომლებიც სიჩუმეში ლაპარაკობენ, ისე რომ არც იციან რა დევს   ამ ხმაში.
 სიჩუმეში შობილი პასუხი, ყველაზე ნაზია.
 ის არ გთხოვს, უბრალოდ ბრუნდება.

ნაწილი II  სიჩუმით ნათქვამი
მათი საუბარი არ ვითარდებოდა…
არ იყო პასუხები. არც მოლოდინი,
ერთმა იცოდა დააკაკუნა, და მეორემ   უპასუხა.
და როგორც ყველა ჩვევა, რაც გულიდან მოდის  ისიც არა აუცილებლობით, არამედ სურვილით ყოველ დღე მეორდებოდნენ.
გათენებისას ის აივანზე ჯდებოდა, ჩაით ხელში და ფიქრობდა,
რა ხმას შეიძლება ჰქონდეს მას, იქით კედლის მეორე მხარეს.
შეიძლება ცივი ხმა ჰქონდეს.
შეიძლება ღიმილიანი.
მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
არ უყვარდა.
არ იცნობდა.
მაგრამ ღამეებს შორის, როცა სხეული ფერმკრთალდებოდა და ფიქრები უკავშირდებოდნენ  ერთმანეთს
ის მხოლოდ მის ხმას უსმენდა  კედლიდან გაჟღერებულს.
ერთ საღამოს არ  დააკაკუნა….
არა იმის გამო არა , რომ დაიღალა ან აღარ უნდოდა  უბრალოდ არ იგრძნო.
დარჩა სიჩუმე.
გრძელვადიანი, წვრილად გამჭოლი, თეთრი სიჩუმე.
სულში გამჯდარი.
მაგრამ უცნაურად, იქით მხრიდან  მაინც გაისმა ორი მოკლე კაკუნი.
საგულისხმოდ რომ 
„მესმის შენი“.
და მაშინ, პირველად,
მას  გაუჩნდა სურვილი  არა   პასუხის
არამედ გაგრძელების.
რაღაცის, რასაც  ჯერ არ აქვს სახელი და  არც მიზანი.
ეს იყო ერთი დღე, ოდნავ სხვანაირი.
მზე იმავე მხარეს ამოვიდა, ფინჯანი ჩაი იმავე სიჩუმეში გააბოლა, მაგრამ გულში... 
რაღაც ღრმად იცვლებოდა ამ წამს.



ნაწილი III 
არსაიდან

 ის უკვე აღარ ელოდა პასუხს 
 ის უკვე იყო პასუხისვე ნაწილი.
 მაგრამ ერთ ღამეს, ისე, თითქოს წამით რეალობა დაემძიმდა,
 მიხვდა  რაღაც არ იყო რიგზე.
 მის ოთახს გვერდით არასდროს უნახავს სინათლე.
 არაფერი არ ისმოდა. არც წყლის ხმა, არც ნაბიჯები.
 „იქით... ცხოვრობს კი ვინმე?“  იკითხა თავისთვის.
 და დილით
 ძველი მოსასხამი მოიცვა, კიბეები ჩაიარა და ფრთხილად გავიდა ეზოში.
 მეზობლად ყველას კითხა, მორიდებით
 "ამ ბინაში ვინ ცხოვრობს?
 ყველა პასუხი ერთი და იგივე იყო:
“არავინ. იქ არავინ არაა“
მას პულსი გაუჩერდა  არა შიშით,
არამედ იმ სიმშვიდით,
რომელიც უცბად იკარგება და გხვდება სიცარიელეში.
სახლში დაბრუნდა. ჩაი ვერ დალია. არც მუსიკა ჩართო.
უბრალოდ, იჯდა და უყურებდა იმ კედელს 
იმაზე მეტს ხანს , ვიდრე ოდესმე.
რაღაც შიგნით ეუბნებოდა:
„დააკაკუნე.“
და ასე…
შუაღამის შემდეგ, ოდნავ აკანკალებული თითებით…
ხელის გულით შეეხო კედელს და ერთხელ მსუბუქად, ნაზად დააკაკუნა.
პაუზა.
შუაღამე ჩუმად სუნთქავდა თავისთვის.
მერე… დაბრუნდა პასუხი.
მკაფიო, სურნელივით რბილი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ელოდა.
მაგრამ იქით ხომ არავინ იყო.
 
 
ნაწილი IV 
 რეალობა
დილა არ უნდა დაწყებულიყო ხმაურით.
მაგრამ დაიწყო.
უცებ სინათლემ დაფარა თვალები, ხმაურმა გამოაფხიზლა.
ფანჯარა ღია იყო. 
აივნის გვერდით ფანჯარა ღია იყო
ის ფანჯარა, რომელიც არასდროს გაღებულა.
ადგა, პერანგიც არ ჩაუცვამს  ისე მიუახლოვდა გასასვლელ  კარს, და ხედავს მას
გოგო ამოდიოდა კიბეებზე და მოპირდაპირედ ღია კარებში შეჰქონდა ჩანთები.
გოგო არა იმ ფანტასტიკური სილამაზით, რომლითაც ფილმები აღწერენ.
არა.
ის  ჩვეულებრივი 
ღიმილი ჰქონდა ისეთი,
როგორც მუსიკას აქვს ბოლო აკორდი 
სწორი, მსუბუქი და მკაფიო.
შედგა ზღურბლზე თუ არა
ის შეეჩეხა თვალებით მას.
წამი დაიძაბა.
ჰაერი გაჩერდა.
მე შენი კედლის მეზობელი  ვარ,  თქვა ბიჭმა,
ისე, თითქოს თავისი ხმა პირველად გაეგო.
გოგომ ოდნავ გაღიმა, იმ ტონალობით, რაც პასუხზე მეტია.
მე კი  შენი ახალი მეზობელი.
შეგიძლია მომიკაკუნო.
ჭიქა ჩაიზე დაგპატიჟებ.
წამოსცდათ ერთდროულად.
კარი დაიკეტა.
ის თავის ოთახში დაბრუნდა. თითქოს მთლიანი კვირა ჩამოიშალა  იქ, 
აღარ იყო მხოლოდ ფანტაზია.
არაფერი საოცრებად აღარ რჩებოდა:
კედლის იქით ახლა უკვე იცხოვრებდა გოგო.
მაგრამ...
საღამოს, როცა კვლავ მიიტანა ხელი კედელთან კაკუნისთვის 
სულის ვაკუუმს შეეზარდა ყოველდღიურობა.
და სწორედ მაშინ  ზუსტად მაშინ როცა  უნდა დაეკაკუნებინა
კედელზე არა
სიზმარში არა
არა პასუხის ლოდინში.
კარებზე კაკუნია
კარებზე.

ნაწილი V  „ჩაიზე დაუსმელი სიტყვები“ (მონოლოგი)
მისი ოთახი ისევ იგივეა.
აივანზე ოდნავ გრილა. ჩაი ორთქლავს. 
მაგრამ გონებაში, გულთან ახლოს.
ის იწყებს ლაპარაკს… თითქოს მასთან… ან საკუთარ თავთან.
„არ მჯერა, რომ მართლა ხარ.
ან რომ აქამდე არ ყოფილხარ…
ან იქნებ სულ აქ იყავი.
სულ აქ —
იმ კედლის მეორე მხარეს.
გესმის…
მე არ დამირტყამს იმ ღამით იმისთვის, რომ ვინმეს ხმა გამეგონა.
არც იმისთვის, რომ ვინმეს გაეგო, რომ ჯერ კიდევ ვარსებობ.
მე იმ ღამით, უბრალოდ…
ჩემი სიჩუმის გატეხვა მინდოდა.
მაგრამ როცა კედელმა მიპასუხა…
შეიძლება ეს არ იყავი შენ.
ვიღაც იყო იქ.
ვიღაც, ვინც ჯერ არ არსებობდა, მაგრამ მაინც მპასუხობდა.
შეიძლება იდიოტურად ჟღერს, მაგრამ...
მე მგონია, რომ ის კაკუნი…
შენამდე მიდიოდა.
შენთვის იწერებოდა.
შენთვის ინახებოდა.
მომენტად.
მომენტად, რომელიც არ უნდა მეპოვა მაშინ 
არამედ სწორედ მაშინ, როცა შენ აქ შემოაბიჯებდი
იმ ღიმილით,
რომელმაც ჩემში მთელი სიჩუმე დაყარა ძირს.“
„შეიძლება სულ ტყუილად ვამბობ ამ ყველაფერს,
 და შენ უბრალოდ მეზობელი ხარ, რომელიც საღამოს ჩაიზე დამპატიჟა.
მაგრამ სანამ კედელი იარსებებს,
მე ვიფიქრებ, რომ ის კედელი
იყო გზავნილი 
და ის კაკუნი
იყო მოსამზადებელი ნაბიჯი
შენს მოსვლამდე.
და თუ დღეს, როდესაც შენ აქ ხარ 
მივხვდი, რომ პასუხი ყოველთვის მოდიოდა 
თუნდაც არც კი მცოდნოდა, ვინ მპასუხობდა…
მაშინ გთხოვ,
დარჩი ცოტახნით.
არაფერი არ მითხრა,
უბრალოდ 
დამიბრუნე ხმა,
როცა დავაკაკუნებ.“
სიჩუმე ისევ ოთახში რჩება.
ის უკან ზის სკამზე, ჩაი გაუტკბა.
მზერა მიძგერებული კედლისკენ. თვალებში სიმშვიდე, თითქოს რაღაც მაინც გასაგები გახდა მისთვის.
არაფერი იძვრის. არც ხმა, არც მოძრაობა.
კედელიც დუმს.
მაგრამ შემდეგ,
ძალიან ნაზად,
ძალიან წყნარად…
იქით მხარეს  თითქოს პაუზით გაზომილ სივრცეში,
ერთხელ 
ორჯერ
სამჯერ
კაკუნი ბრუნდება.
არა როგორც პასუხი,
არამედ როგორც თანხმობა.
როგორც ჩუმი სიტყვა, რომელიც ჰყვება:
 „გავიგე.“
ის თვალებს ხუჭავს.
ღიმილი ოდნავ ეკვრის სახეზე.
არაფერს ამბობს ის...
უბრალოდ იდაყვებით ეყრდნობა მაგიდას
და იმ საღამოს,
პირველად,
არ უნდა კედელთან მისვლა.
არც პასუხის მოლოდინი.
არც კითხვა.
უბრალოდ ყოფნა,
რადგან…
სანამ კედელი იარსებებს 
იქნებიან ისინი.


ვინარის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი