სამი დრო
ღამეა... ჩუმი ხმაურით მღვიძავს მოგონებებთან გავაბი ბრძოლა. წარსულმა კარი შემოანგრია და ორიოდე სიტყვაში მთხოვა დავშორდეთ სანამ აწმყო მომკვდარა და ფეფრფლად გექცა რაც წინ რომ გიდევს მე მოვკვდი მაგრამ შენს გონებაში ბინა ყოველთვის მაშ რატომ მიდევს? მე წარსული ვარ, გამოცდილება მე წარსული ვარ, შენი ქმნილება მე წარსული ვარ, ღმერთმა ინება რომ მე როგორც მკვდარს არა მინდება, არა მჭირდება. მე უსულო ვარ, სულ ცარიელი მე უგულო ვარ, გადამთიელი მე ვარ ის ვინც შენ აღარ გჭირდება სულის ჩაბერვა აღარ მჭირდება! არ გამიხსენო, იარე სულ წინ არ გამიხსენო, სიკეთე დარგე მერე დავწეროთ ბედისწერაზე კიდევ ოდესმე თუ შეგხვდე სადმე. პასუხად მე კი რა უნდა მეთქვა ახლის თქმა შეძლო, და თან გამიშვა ადამიანი თავისუფალი? ღმერთისგან იშვა. ღმერთისთვის იშვა. სულის ჭურჭელი თავისუფალის ჩემი სხეული შებორკილია ფსკერზე რომ კარგად ინახავს ნალექს წარსულის სევდა და ღიმილია. ღამეა... ჩუმი ხმაურით მღვიძავს გარემოს მხოლოდ მთვარე ანათებს და კარზე ისევ მომდგარა ვიღაც მომავლისკენ გზას ვინც მიკარნახებს ერთად ყოფნისთვის ვართ ჩვენ შექმნილი აწმყოსთან ქორწილს თუ დღეს დაგეგმავ იგემებ ნაყოფს, ღვთიურს, უეკლოს გვირგვინი მეფის რომ შენც დაგედგას მომავალი ვარ, თავისუფალი მომავალი ვარ, მიყვარს უფალი მომავალი ვარ, გზები მაქვს ფართო არსად გაგიშვებ მე აღარ დაგთმობ. მე სულიერის დამსდევს იერი მე გულანთებულს სული დამყვება სადაც შენს იტყვი ჩემიც იქა თქვი და გამიხსენე ვინ რას გარგებდა ღამეა... ჩუმი სიჩუმით მღვიძავს როგორც მორიგი მორგის სტუმარი მარტო ვარ აწმყოს საწოლში ძინავს მე რაც მინდოდა მას ვერ ვუთხარი. სამივე დროა, დრო ასო სამი სამების აზრი, სულ ვიყო წმინდა წარსულს წარსულში, აწმყოს აწმყოში, მომავლი ვარ, სხვა არა მინდა. თენდება... ჩუმი ხმები იმატებს სიცოცხლეს მაცნობს გამოღვიძება მრავალჟამიერ ჩვენი სიცოცხლე მრავალჟამიერ ღმერთმა ინება! თვალში რა უცხოდ მომხვდა ეს სხივი სიბნელის შემდეგ გზა რომ გამოჩნდა და წამკითხველო შენ მიპასუხე ფიქრობდი? ფიქრობ? თუ შენც გამოგრჩა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი